11 სექტემბერს ტაჯიკეთის ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია საქართველი კოლეგების საქმიანობის გასაცნობად თბილისს ესტუმრა.
სტუმრები ხუთი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის და სარევიზიო კომისიების წევრებთან, ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების და კომისიებთან.
ტაჯიკი კოლეგები გაეცნობიან აღმასრულებელი საბჭოს მუშაობის მექანიზმს და ფორმატს, ადვოკატთა ასოციაციის განვითარების სტრატეგიას და მოწყობას, საადვოკატო საქმიანობის ფორმებს, რეგიონულ ოფისებთან ურთიერთობის მექანიზმს, ცენტრალური ოფისის მუშაობის ორგანიზებას, აპარატის სტრუქტურულ განყოფილებებს, საპარლამენტო მდივნოს ფუნქციებს, სასწავლო ცენტრის მუშაობას, სასწავლო პროცესის და ადვოკატთა ტესტირების ორგანიზებას. ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის საქმიანიბას, პოლიტიკას და მეთოდებს. ეთიკის კომისის საქმიანიბას, კომიტეტების და კომისიების მიერ გაწეული საქმიანიბის ანგარიშს. ადვოკატთა ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ტაჯიკეთის ადვოკატთა ასოციაციის გაცნობითი ხასიათის ვიზიტი ორგანიზებული და მხარდაჭერილია ,,ამერიკის იურისტთა ასოციაცის კანონის უზენაესობის ინიციატივა (ABA ROLI)’’ -ს მიერ.